“ერთი დღე პროკურორად”

08 დეკ 2017

„ერთი დღე პროკურორად“ -  სტუდენტები და მოსწავლეები საქართველოს პროკურატურის პროექტის ფარგლებში სემინარებს დაესწრებიან.

პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდები პროკურატურის სტრუქტურას გაეცნობიან  და  ინფორმაცია მიეწოდებათ  უწყების  საქმიანობის და ფუნქციების შესახებ.  პროექტის მონაწილეები პროკურორთა პრაქტიკულ საქმიანობასაც  დააკვირდებიან.