მეშვიდე საერთაშორისო სამშენებლო გამოფენა

07 დეკ 2017

,,სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების“ მეშვიდე საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა დღეს ბათუმში.

Batumi Build​ - 2017-ის გამოფენაზე ახალი ტექნოლოგიები, უცხოური და ქართული კომპანიების პროდუქცია, სამშენებლო მასალები, დანადგარები და აღჭურვილობაა წარმოდგენილი. გამოფენაში წელს 8 ქვეყნის 80-მდე  კომპანია მონაწილეობს.