07 დეკ 2017
დიდთოვლობის გამო ხულოს სამ სოფელში ზვავი ჩამოწვა. მოსახლეობა უსაფრთხო ადგილასაა გაყვანილი, ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა მეტრნახევარს გადააჭარბა.
მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა შუახევსა და ქედაშიც.