ტენდერი საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის

02 დეკ 2017

საახალწლო კულტურული ღონისძიებებისა და ნაძვის ხის მოწყობაზე ქობულეთის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. 3 ათას 500  ლარი კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისთვის , ხოლო 4 ათას 500 ლარი  საახალწლო ნაძვის ხისა და ქუჩის განათებების  მონტაჟისა და დემონტაჟისთვის გამოიყო. მერის მოადგილის ინფორმაციით 5 წლის წინ შეძენილი ნაძვის ხე  მერიის მიმდებარედ არსებულ სკვერში დაიდგმება.

არასაკმარისი რესურსის გამო კი ახალი განათებები და  სათამაშოები მერიას წელს არ შეუძენია.საახალწლო სამზადისზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი 13 დეკემბერს უნდა დასრულდეს.