ცვლილებები სახელმწიფო ბიუჯეტში

30 ნოე 2017

პარლამენტი დღეს, პლენარული სხდომის ფორმატში, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს. კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში იმსჯელეს.

დღესვე პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს აირჩევენ. მმართველი გუნდის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ წარდგენილია ევა გოცირიძის კანდიდატურა.