რეგიონის ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით მთავრობას დაუბრუნდება

28 ნოე 2017

აჭარის უმაღლეს საბჭოში კომისიებმა უკვე განიხილეს  რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტი. გაეცნენ 2018-21 წლების პრიორიტეტებს და იმ პროგრამებს,  რომლებზეც აჭარის მთავრობა მომავალ წელს ფულის დახარჯვას აპირებს.  დეპუტატებს შენიშვნები და რეკომენდაციები აქვთ. მათ შორის ყველაზე მეტი კითხვა ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აქვთ.