ცვლილება მუნიციპალურ პროგრამებში

23 ივნ 2016

შუახევში ,,უკიდურესად გაჭირვებული და ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების შეძენის" პროგრამა ამოქმედდა. საკითხზე საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. დახმარება იმ ბენეფიციარებს გაეწევათ, ვისი სარეიტინგო ქულაც 0-დან 100 ათასამდეა. პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 120 ათასი ლარი გამოიყო. 33 ათასი ლარით გაიზარდა 4 და მეტ მცირეწლოვან, 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ოჯახებზე ფინანსური დახმარების პროგრამის ბიუჯეტი.