ხანძარს ლეოგრანდში 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

26 ნოე 2017

სასტუმრო “ლეოგრანდთან” მთელი ღამის განმავლობაში ხალხმრავლობა იყო. რიგითი ადამიანები, სამაშველო მოქმედებებში მონაწილეები, პოლიტიკოსები სასტუმროს შენობასთან მიდიოდნენ, სანთლებს ანთებდნენ და ყვავილებს ტოვებდნენ.