ტერიტორიაზე მოსახლეობას ამ დრომდე არ უშვებენ

22 ნოე 2017

ამ დრომდე საცხოვრებელი კორპუსი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოსახლეობისაგან კვლავ დაცლილია. მაცხოვრებლებს სახლებში ჯერ არ უშვებენ. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა ევაკუატორით რამდენიმე დაზიანებული მანქანა გაიყვანეს.  

ექსპერტ-კრიმინალისტები და ძალოვანი უწყებების სხვა წარმომადგენლები პერიმეტრზე ისევ  რჩებიან. გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც გუშინ სპეცოპერაცია ჩატარდა, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.