აჭარის მაუწყებელი - ერთად დავეხმაროთ სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს

20 ნოე 2017

“ერთად დავეხმაროთ სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს” – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, საიუბილეო თარიღს საქველმოქმედო კონცერტით აღნიშნავს.

შემოსული თანხა "ბერი ანდრიას ფონდს" გადაეცემა, რომელიც წლებია სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნავს. ფონდს ფუნქციონირებისთვის, ყოველთვიურად 27 ათასი ლარი  ესაჭიროება.