ხანძარი ქედის ტყეში

20 ნოე 2017

თითქმის ლოკალიზებულია ქედაში სოფელ ორცვასა და ძენწმანის საზღვარზე არსებულ ტყეში ცეცხლი. აქ ცეცხლის რამდენიმე კერა იყო. ცეცხლი დაახლოებით 4 ჰექტარ ფართობზე  იყო გავრცელებული. ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად ამ დროისთვის დაუდევრობა სახელდება.