საშობაო ნაძვის ხე თეთრ სახლში

20 ნოე 2017

ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ საშობაო ნაძვის ხის მიღების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. 6 მეტრიანი ნაძვი თეთრ სახლს ვისკონსინში მცხოვრებმა ჩაპმანების ოჯახმა აჩუქა.
 

მარადმწვანე მცენარე თეთრი სახლის კართან, ტრადიციულად, ეტლით მიიტანეს. მას დეკორაციებით მორთავენ და ლურჯ ოთახში დადგამენ.