სამსუნის უნივერსიტეტის პროფესორების ნამუშევრების გამოფენა

20 ნოე 2017

სამსუნის ონდოქუზ მეის უნივერსიტეტის ნატიფი ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებელთა გამოფენა გაიმართა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში.

მოეწყო პროფესორ ენჯინ მუნეის პერსონალური გამოფენა, ასევე გამოიფინა ამავე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების ნამუშევრები. ეს უმაღლესი სასწავლებლის პირველი საერთაშორისო გამოფენა იყო.