ხულოში საკრებულოს თავმჯდომარეს 19 დეპუტატიდან 19 მისცა ხმა

19 ნოე 2017

ხულოს საკრებულოში არჩეული 19 დეპუტატიდან, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ჯუმბერ დიმიტრაძის კანდიდატურას, ყველამ დაუჭირა მხარი. "ქართული ოცნების" კანდიდატს მხარდაჭერა "ბურჯანაძე-კუკავასა" და "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელმაც გამოუცხადეს.