ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ სულიკო თებიძე აირჩიეს

19 ნოე 2017

სულიკო თებიძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს. გადაწყვეტილება დეპუტატებმა ფარული კენჭისყრის შედეგად მიიღეს.  "ჩვენი გუნდი მზადაა ითანამშრომლოს ოპოზიციასთან. ღია არასამთავრობოებთან და მედიასთან. მე ვარ ამის გარანტი" - განაცხადა ახალ არჩეულმა საკრებულოს თავმჯდომარემ. 

მოადგილეები კი ლაშა სირაბიძე და თამაზ სალუქვაძე გახნდენ. ლაშა სირაბიძე საკრებულოს წინა მოწვევის თავდმჯომარე იყო.