სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები

18 ნოე 2017

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს გონიოსა და კვარიათში. ამ ეტაპზე ეწყობა სანიაღვრე სისტემა, ფერდსამაგრი კედლები.

სამუშაოები 16 ადგილზე ტარდება. პროცესი უკვე დასრულდა კახაბრის დასახლებასა და მწვანე კონცხზე. სამუშაოებისთვის 480 ათასი ლარი დაიხარჯა.