16 ნოე 2017
სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა პენსილვანიაში მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად. ცეცხლი დასავლეთ ჩესტერში ფილადელფიიდან 35 მილზე, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო, საღამოს საათებში გაჩნდა და რამდენიმე შენობაზე სწრაფად გავრცელდა.
ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო ეკიპაჟებმა შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.