ისტორიული ძეგლების დასუფთავება

22 ივნ 2016

ისტორიული ძეგლების მოვლა-შენახვის ფარგლებში,   შუახევში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასუფთავების აქცია მიმდინარეობს. დღის განმავლობაში ოთოლთას, ოქროპილაურის და ნიგაზეულის ციხეებს, ხვალ  კი დარჩიძეებისა და კავიანის ციხეებს დაასუფთავებენ. მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე 12 ციხეა.