2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 32 მონაწილე ცნობილია

15 ნოე 2017

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოცდათორმეტივე მონაწილე ცნობილია. მუნდიალზე ბოლოს გასული გუნდი დღეს გამთენიისას პერუს ნაკრები გახდა, რომელმაც პლეიოფში ახალი ზელანდია დაამარცხა (2:0).
 

1 დეკემბერს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება. გუნდები 4 კალათაში ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგის მიხედვით გადანაწილდნენ, წილისყრაზე კი 8 ქვეჯგუფი დაკომპლექტდება.  რუსეთის ნაკრები პირველ კალათში მასპინძლის სტატუსით მოხვდა.

1 კალათა -  რუსეთი, გერმანია, ბრაზილია, პორტუგალია, არგენტინა, ბელგია, პოლონეთი, საფრანგეთი.
2 კალათა -  ესპანეთი, პერუ, შვეიცარია, ინგლისი, კოლუმბია, მექსიკა, ურუგვაი, ხორვატია.
3 კალათა -  დანია, ისლანდია, კოსტა-რიკა, შვედეთი, ტუნისი, ეგვიპტე, სენეგალი, ირანი. 
4 კალათა -  სერბეთი, ნიგერია, ავსტრალია, იაპონია, მაროკო, პანამა, სამხრეთ კორეა, საუდის არაბეთი.