ევროპარლამენტარების გადაწყვეტილებას აფასებენ ქართველი კანონმდებლები

14 ნოე 2017

ევროპარლამენტმა ევროკავშირის  ასოცირებული წევრების საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის შემდგომი ინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

დოკუმენტს 519-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 114 დეპუტატი იყო, ხოლო 47 პარლამენტარმა თავი შეიკავა. ევროპარლამენტარებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ რეკომენდაციები მოამზადეს.