ირანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 530-ს მიაღწია

14 ნოე 2017

ირანის დასავლეთით, პროვინცია კერმანშაჰში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 530-ს მიაღწია, დაშავებულთა რიცხვმა კი 8 ათას გადააჭარბა. მონაცემებს ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გუშინ ირანის ხელისუფლებამ კერმანშაჰში მიმდინარე სამაშველო ოპერაცია დასრულებულად გამოაცხადა.  ირან-ერაყის საზღვარზე 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის დამანგრეველი მიწისძვრა კვირას საღამოს მოხდა.
 

მიწისქვეშა ბიძგები სხვა ქვეყნებშიც იგრძნობოდა, მათ შორის კუვეითში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ისრაელში.