ევროპის ჩემპიონატი გოჯურიო კარატე დოში

22 ივნ 2016

25-26 ივნისს ბათუმი გოჯურიო კარატე დოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირი სასპორტო სკოლაში გაიმართება და მასში 12 ქვეყნის 380 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატში რეგიონიდან 12 კარატისტი ჩაერთვება. ევროპის ჩემპიონატი საქართველოს კარატე დოს ფედერაციისა და რეგიონის გოჯურიო კარატე დოს ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.