ცათამბჯენი ბათუმში  

07 ნოე 2017

ბათუმში Trump Tower-ის შეჩერებული პროექტი საბოლოოდ აღარ განხორციელდება. მის ნაცვლად ცათამბჯენს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდი Silk Road Group-თან ერთად ააშენებს. 47-სართულიან ობიექტს Silk Tower - ერქმევა და  მშენებლობა 2019 წელს დაიწყება.

თავდაპირელად დაგეგმილი იყო, რომ Silk Tower–ს ტრამპის ბრენდი უნდა შეესყიდა, თუმცა 6 წლის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტის ორგანიზაციასთან  გაფორმებული ხელშეკრულება მხარეებმა შეწყვიტეს.