კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყდა

21 ივნ 2016

პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის საქმე გახსნილად გამოაცხადა. გამოძიების ოფიციალური ინფორმაციით, კიწმარიშვილმა მკვეთრად გაუარესებული ფინანსური მდგომარეობის გამო თავი მოიკლა. კიწმარიშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი პროკურატურის განცხადებას ეთანხმება. განსხვავებული პოზიცია აქვთ ოჯახის წევრებს.