250  მილიონიანი ცათამბჯენი ბათუმში 

07 ნოე 2017

სილქ თაუერი–ასე ერქმევა ცათამბჯენს ბათუმში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდი Silk Road Grup-თან ერთად ააშენებს.  ეს ის ობიექტია, რომელიც Trump Tower-ის ბრენდით უნდა გახსნილიყო. მშენებლობისთვის 250 მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდება. თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორის თქმით, პროექტს ნახევარი წლის განმავლობაში სწავლობდნენ, რის შემდეგაც მისი დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღეს.

47-სართულიან შენობაში ლუქს კლასის საცხოვრებლები, მაღალი დონის სასტუმრო, კაზინო, გასართობი ცენტრი და საკონფერენციო დარბაზები განთავსდება. ამჟამად სილქ როუდ ჯგუფი მოლაპარაკებებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბანკებთან მართავს.  მშენებლობის დაწყება 2019 წელს იგეგმება.