მონადირეთა აქცია

06 ნოე 2017

მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაციის წევრებმა  აჭარის მთავრობის სახლთან მორიგი აქცია გამართეს. მოთხოვნა უცვლელია -  გონიოს პოლიგონზე ნადირობის უფლება მიიღონ და დროებით, ვიდრე იქ ინფრასტრუქტურა მოეწყობა ნადირობისთვის არ დაჯარიმდნენ.

მათი თქმით, წელს რეგულაციები გამკაცრდა და მიუხედავად იმისა, რომ გონიოს პოლიგონი გასულ წლებშიც ქალაქის საზღვრებში შედიოდა, მსგავსი ჯარიმები არ მოქმედებდა.