ჩემპიონატი  ყინულის  ჰოკეიში

04 ნოე 2017

ყინულის ჰოკეიში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპი დასრულდა. ბათუმელმა ჰოკეისტებმა პირველი ტურის ყველა შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვეს და სატურნირო ცხრილშიც ლიდერობენ.

შეჯიბრი ორ ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება და მასში 8 გუნდი მონაწილეობს, მათ შორისა ბათუმის, ქუთაისის, თბილისისა და ბაკურიანის. ყინულის ჰოკეიში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი გაზაფხულზე დასრულდება.