თოჯინების თეატრში ხვალ პრემიერაა

03 ნოე 2017

ანტუან დე სენტ ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“- ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი პრემიერისთვის ემზადება.

სპექტაკლი რამაზ იოსელიანის რეჟისორობით  ხვალ 13  და 19 საათზე გაიმართება. მსახიობები გენერალურ რეპეტიციას ამ წუთებშიც გადიან.