10 დღეში არჩევნების მეორე ტურია

01 ნოე 2017

თვითმმართველობის არჩვენების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება. თარიღი ცესკო-ს გუშინდელი სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.  მეორე ტური 1 ქუთაისში და 5 თვითმმართველ თემში - მარტვილში, ბორჯომში, ოზურგეთში, ხაშურსა და ყაზბეგში გაიმართება.

აღნიშნულ ქალაქებში მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ზღვარი. ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. თუმცა საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ქუთაისსა და მარტვილში მეორე ადგილზე გასული „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენებში მაინც იქნებიან წარმოდგენილი.