თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შეჯამება

31 ოქტ 2017

ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს.  დღევანდელ სხდომაზე ასევე კომისია იმ ქალაქებში არჩევნების მეორე ტურსაც დანიშნავს, სადაც გამარჯვებული კანდიდატი პირველ ტურში ვერ გამოვლინდა. დღესვე საოლქო კომისიებმა საკრებულოს და მერის არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამონ.