ბათუმში გავრცელებული სუნის მიზეზი უცნობია

29 ოქტ 2017

რატომ იყო ორი დღის განმავლობაში ბათუმის ცენტრალურ ნაწილში ნავთობპროდუქტის სუნი? კითხვით მივმართეთ სამ კომპანიას, ესენია “სოკარ ჯორჯია გაზი აჭარა”, ბათუმის პორტის და ნავთობტერმინალის ადმინისტრაციები – სამივე უარყოფს, რომ შესაძლოა მათი მიზეზით იყოს გამოწვეული მძაფრი სპეციფიკური სუნი.
 

ამასთან ბუნებრივი აირის კომპანიაში აცხადებენ, რომ 50-მდე ზარი შევიდა მხოლოდ გუშინ. გარემოს დაცვის ინსპექცია სამართალდამრღვევს ვერ პოულობს.  ქალაქის მერია კი პასუხისმგებლობას არ იღებს.