არშემდგარი სხდომა- გონიოს მოსახლეობა შიმშილობის აქციას გეგმავს

20 ივნ 2016

დღეს ორჯერ გადაიდო  საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიის სხდომა, რომელზეც უნდა დაედგინათ - 2010 წელს გონიოში კანონიერად ჩამოერთვა   თუ უკანონოდ 271 ოჯახს უძრავი ქონება. ცნობილია მთავრობის თავმდჯომარის პოზიცია საკითხზე, თუმცა უცნობია რატომ არ გაიმართა შეხვედრა.