შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთან

20 ივნ 2016

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებს წარუდგინეს პრეზენტაცია საოლქო-საარჩევნო კომისიების ფუნქციების შესახებ. ასევე განიხილეს ცესკო-ს მიერ შემუშავებული არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა. შეხვედრას ცესკოს კომისიის წევრები და 35 პარტიის წარმომადგენლები დაესწრნენ.