ეზოების კეთილმოწყობა

20 ივნ 2016

ბათუმში ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება. ასფალტის საფარს მუსხელიშვილის ქუჩაზე მდებარე ეზოში აგებენ, პარალელურად სამუშაოები 5 მისამართზე ხორციელდება.   პროექტის ფარგლებში ბორდიურებიც მოეწყობა. სამუშაოები 20 აგვისტომდე უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 981 ათას 840 ლარს შეადგენს.