დღეს, ოთხ საათზე განიხილავენ ქედის საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულ ორ საჩივარს

23 ოქტ 2017

დღეს ოთხ საათზე განიხილავენ ქედის საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულ ორ საჩივარს.  საჩივრების ავტორი "სამართლიანი არჩევნებია". საჩივრების დაწერის მიზეზი, მესამე და 26-ე უბანზე შედგენილ ოქმებზე მითითებული არასწორი დრო გახდა.

საჩივარი დაიწერა სოფელ ჯალაბაშვილების მე-9 უბნის მისამართითაც. ამ საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმები კომისიის ბეჭდით არ იყო დამოწმებული. #80 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა და შედეგებზე გავლენას არ მოახდენს.