საქართველოს პატრიარქმა არჩევანი გააკეთა

20 ოქტ 2017

საკუთარი არჩევანი დააფიქსირა ილია მეორემ. ღმერთმა ინებოს, რომ ისეთი კანდიდატები, ისეთი ადამიანები ავირჩიოთ, რომლებიც გამოადგებიან საქართველოს, - ამის შესახებ მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა განაცხადა.

ილია მეორემ საკუთარი არჩევანი #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის მე-4 მეოთხე საარჩევნო უბანზე გააკეთა. პატრიარქმა ხმა კვლავ მარკირების გარეშე მისცა. საქართველოს კანონმდებლობით ეს სავალდებულო პროცედურაა.