„სამართლიანი არჩევნების’’ წარმომადგენლებმა 4 საჩივარი დაწერეს

20 ოქტ 2017

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების’’ წარმომადგენლებმა კიდევ ორი საჩივარი დაწერეს. მესამე სექტორის წარმომადგენლები, ამბობენ რომ 31 საარჩევნო უბანზე კაბინიდან გამოსულ ამომრჩეველს კონვერტი თან ჰქონდა.

კიდევ ერთი საჩივარი კი 25-ე უბანზე დაიწერა, სადაც  მარკირების წესების დარღვევა დაფიქსირდა.

79-ე ოლქის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბათუმის მასშტაბით 4 საჩივარია დაფიქსირებული,  რომელიც პროცედურული ხასიათისაა. 4-ვე მათგანი ‘’სამართლიან არჩევნებს’’ ეკუთვნის. საჩივრებს  2 დღეში განიხილავენ.