ბათუმში 103-ვე უბანი ყოველგვარი ექსესის გარეშე გაიხსნა

20 ოქტ 2017

ბათუმში სულ 103 საუბნო საარჩევნო კომისია მუშაობს, აქედან ერთი სპეც.უბანი სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულებაში.

ქალაქი 10 მაჟორიტარულ ოლქადაა დაყოფილი, საკრებულოში მოსახვედრად 14 საარჩევნო სუბიექტის დეპუტატობის კანდიდატები იბრძვიან, მერობისთვის კი კანდიდატი სულ 9 სუბიექტს ჰყავს წარდგენილი.