საარჩევნო ადმინისტრაცია საგანგებო რეჟიმში

19 ოქტ 2017

ხვალ, მთელი ქვეყნის მასშტაბით  საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია  საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 21 ოქტომბერს დილის 08:30 სთ-დან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ხასიათის ბრიფინგებს გამართავს.

24 საათიან რეჟიმში იმუშავებს, როგორც კომისიის სატელეფონო - საინფორმაციო ცენტრი ისე ონლაინ შეტყობინებების რეჟიმში. რაც შეეხება ბათუმის 79-ე ოლქს, როგორც თავმჯდომარე ამბობს,  ბრიფინგები  8:00; 12:00; 15:00; 17:00 და 20:00- საათზეა ჩანიშნული.