თვითთმართველობის არჩევნებს 102 ორგანიზაცია დააკვირდება

19 ოქტ 2017

21 ოქტომბერს ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2 ათას 58 წევრს და 64 მერს აირჩევენ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკოში 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი,  ერთი საინიციატივო ჯგუფი,  71 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია, 31 საერთაშორისო ორგანიზაცია და  82  მედიასაშუალებაა რეგისტრირებული.