ხულოში გეოლოგები მუშაობენ

17 ოქტ 2017

ხულოში, დამეწყრილ ტერიტორიებს გეოლოგები სწავლობენ, სპეციალისტები ხიხაძირის და დანისპარაულის მიმართულებით მუშაობენ.

ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა  ხულოში  ყველა მიმართულებით შესაძლებელია. სტიქიამ საფრთხე შეუქმნა 4 ოჯახს, ისინი თავს ახლობლებს აფარებენ.  ზარალის ოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.