17 ოქტ 2017
ხელვაჩაურში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ჯუმბერ ვარდმანიძე ახალგაზრდა სპორტსმენებს შეხვდა.
პრობლემები, რომლებზეც შეხვედრაზე ისაუბრეს სპორტული მოედნების ნაკლებობას, ინტერნეტსა და დასაქმებას ეხებოდა. შეხვედრაზე ახალგაზრდებმა სურვილი გამოთქვეს სამომავლოდ თვითმართველობებში მათი ჩართულობა გაიზარდოს.