ძლიერმა ქარმა 6 მაისის პარკში წიწვოვანი ნარგავები დააზიანა

16 ოქტ 2017

ძლიერმა ქარმა და წვიმამ 6 მაისის პარკში მწვანე ნარგავები დააზიანა. წაქცეულია წიწვოვანი ხეები,  მრავალწლოვან ნარგავებს კი ტოტები მოტეხილი აქვს.

ბათუმის მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, გამწვანების სამსახურის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე უკვე მუშაობენ.  

ბათუმი, 6 მაისის პარკი.

გუშინ კი 6 მაისის პარკში ქარმა მაგნოლიას ხე ფესვებიანად მოგლიჯა .