რამ გამოიწვია მოწამვლვა?-ექსპერტიზის პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი

19 ივნ 2016

ხელვაჩაურში 24 ადამიანის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით, ექსპერტიზის პასუხი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, -განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. დავით სერგეენკოს თქმით, სავარაუდოდ, მათი მოწამვლა ერთი და იმავე საკვები პროდუქტით მოხდა. მინისტრის განმარტებით, პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.