ტურნირი ფრენბურთში

14 ოქტ 2017

გოგონების ფრენბურთში ,, აჭარის სპარტაკიადა’’  დასრულდა.  პირველობა ბათუმის გუნდმა მოიპოვა. მეორე ადგილი ქედას, ხოლო მესამე ხელვაჩაურის გუნდს ერგო.  საპრიზო ადგილის მფლობელებს თასები და სიგელები გადაეცათ.

ტურნირში სულ 6 გუნდი; ბათუმის, ქედის, შუახევის, ხულოს, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მონაწილეობდა.გუნდები 1999 , 2000 და 2001 წლიანი მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული. ყოველწლიური ტურნირი ,, აჭარის სპარტაკიადა’’  გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდა.