ჩემპიონატი რაგბში

14 ოქტ 2017

რაგბში აჭარის ღია ჩემპიონატი მიმდინარეობს 2001-2002 წლებში დაბადებულ მორაგბეთა და საფესტივალო ასაკობრივ ჯგუფებს შორის . დღეს ერთმანეთს შუახევისა და ჩოხატაურის გუნდები შეხვდნენ.

მასში სულ 5 გუნდი მონაწილეობს,  აჭარის ღია ჩემპიონატი რაგბში 25 წლის შემდეგ პირველად ტარდება. ის 8 ოქტომბერს დაიწყო და 10 დეკემბერს დასრულდება. თამაში ყოველ კვირა დღეს ტარდება.