ველო მარათონი

14 ოქტ 2017

ველომარათონი გაიმართა ბათუმში. სამოყვარულო ტურნირში 70-ზე მეტი მოხალისე ჩაერთო. შეჯიბრი სამ კატეგორიაში ჩატარდა.

მოყვარულ ველომრბოლელებს მთიან რელიეფზე 5 კილომეტრიანი დისტანცია უნდა დაეფარათ. აქტივობის  მიზანი ველოკულტურის განვითარება და პოპულარიზაციაა. მარათონი წელს მეორედ ჩატარდა.