11 ოქტ 2017
ცნობილი ლიბერიელი ფეხბურთელი ჯორჯ ვეა, რომელიც 1995 წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და ოქროს ბურთის მფლობელი გახდა, ლიბერიის პრეზიდენტად აირჩიეს.
ლიბერიაში სახელმწიფოს მეთაურის არჩევნები გუშინ გაიმართა და ვეამ მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბოკა დაამარცხა. ფეხბურთის ვარსკვლავი ვეა ლიბერიის პრეზიდენტის პოსტზე ელენ ჯონსონ-სერლიფს შეცვლის, რომელიც 2011 წელის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.