შეხვედრა საუდის არაბეთის გენშტაბის უფროსთან

11 ოქტ 2017

ბათუმში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი საუდის არაბეთის სამეფოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს შეხვდა.

ორმხრივი შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სამხედრო-ტექნიკურ საკითხებზე. განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები.