პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები მახინჯაურში გოგორდის აბანოებთან მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ

08 ოქტ 2017

პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები მახინჯაურში გოგორდის აბანოებთან მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ. ხელვაჩაურის მერობის კანდიდატმა თავის გუნდთან ერთად ადგილობრივებს საკუთარი პროგრამა გააცნო. მახინჯაურის მცხოვრებლები შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებას ითხოვენ.